ფინანსები
02/09/2020

გახარია: ₾200-იანი დახმარებების გადარიცხვა 1 კვირაში უნდა დასრულდეს

18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადარიცხვა დღეიდან დაიწყო.

პრემიერმა მოუწოდა ჯანადაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს სოციალური განაცემების გადარიცხვა 1 კვირაში დასრულდეს.

"ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინსიტროში ევალებათ 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა იმისთვის, რომ სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დახმარების მისაღებად ამ დროისთვის 857 000 ბავშვია დარეგისტრორებული.

რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და ახალი განცხადებებიც ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება.

Businesspartner