გაეროს გლობალურ გამოკითხვაში UN 75 საქართველო აქტიურად არის ჩართული
გაეროს გლობალურ გამოკითხვაში UN 75 საქართველო აქტიურად არის ჩართული. კამპანიის ფარგლებში შეხვედრა/დიალოგები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. მასში სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ, რომლებიც საუბრობდნენ თავიანთ ხედვებზე, იდეებსა და სურვილებზე, თუ როგორი წარმოუდგენიათ სამყარო მომავალში და როგორ ხედავენ გაეროს ჩართულობას ამ ყველაფერში.
საიუბილეო წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბის დიალოგი წამოიწყო. მსოფლიო კამპანიის მიზანია გლობალური მნიშვნელობის საკითხების კრიტიკული შეფასება და მრავალფეროვანი პერსპექტივებისა თუ შემოქმედებითი იდეების შეგროვება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო 2045 წლისთვის მოსალოდნელი რისკების და შესაძლებლობების გასაწერად. საქართველო გლობალურ კამპანიას გზავნილით "წარმოსახვა ქმნის მომავალს“ შუერთდება.
საქართველოში UN75 კამპანიის პარტნიორია ყელაზე მსხვილი არაფორმალური განათლების პლატფორმა, კანტის აკადემია.
„დღეს, როდესაც COVID-19 პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს დინამიკა, ვფიქრობ გაეროს გლობალური კამპანია UN75 კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს, რომლის მიზანია ახალ რეალობაში, მომავალი ათწლეულების მიზნებისა და ხედვების შემუშავებაში ადამიანების ფართო სპექტრის ჩართვა.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ მათი ხმა გააგონონ მსოფლიოს, შესთავაზონ გამოწვევების დაძლევის უნიკალური პერსპექტივები და იხილონ ინიციატივები გაეროს ეგიდით, რომელიც მათ და მის გარშემო მყოფ ადამიანებს ცვლილებებს მოუტანს.
კამპანიას საქართველო 2020 წლიდან შეუერთდა და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გაეროს წამომადგენლობასთან ერთად სწორედ კანტის აკადემიაა. ჩვენ უკვე შევხვდით ასეულობით ადამიანს, მოვისმინეთ მათი ხედვები და იდეები, ჩავრთეთ მუშაობის პროცესში ყველა მნიშნელოვანი სექტორი და უკვე 2020 წლის დეკემბერს, შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ, გაეროს სათაო ოფისში გავაგზავნით სამყაროს ტრანსოფრმაციის ქართულ ხედვას“ - განაცხადა მარეხი გვარამაძემ, კანტის აკადემიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.