ფინანსები
28/09/2020

გაძვირდება თუ არა სადაზღვევო პოლისები - "ჯიპიაის“ განმარტება

ბოლო პერიოდში გაუფასურებულმა ლარმა პრობლემები უკვე სხვადასხვა მიმართულებით შექმნა. არაერთი სექტორი დააყენა ფასების გადახედვის წინაშე. რა სიტუაციაა ამ კუთხით სადაზღვევო სფეროში,  ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი საუბრობს.

მისი განცხადებით, ლარის კურსის ცვლილება ძირითადად შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებას, რადგან კომპანია  აქ დიდწილად დამოკიდებულია სამედიცინო სერვისების ფასებზე.

„ფასები კი კურსის ცვლილებასთან ერთად იზრდება და უკვე გაზრდილია წინა პერიოდთან შედარებით.

ამ ეტაპზე რაიმე რადიკალურ ზრდას პრემიის პროგნოზს არ ვაკეთებთ, მაგრამ წლის ბოლოს, სავარაუდოდ, გადავხედავთ საფასო პოლიტიკას როგორც კორპორაციული, ისე საცალო მიმართულებით - გვინდა, მაქსიალურად გავითვალისწინოთ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და მომხმარებლის გადახდისუნარიანობა,“ - აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.