ფინანსები
13/01/2022

გადავადებული სესხების 75% საბანკო სექტორზე მოდის

საბანკო სექტორში 1,2 წლიდან 3 წლამდე  გადავედებაში 80 000 მსესხებლის 0.5 მლრდ ლარის 130 000 სესხია. ბაზარზე, აღნიშნული ვადიანობის  მთლიანად გადავადებული პორტფელის (მისოს, სგს, სალიზინგოების გაცემული) ნახევარზე მეტი საბანკოზე მოდის.

კრედიტინფოს სტატისტიკით, 1.01.2022-ის მდგომაროებით, 1.2 წლიდან 3 წლამდე ვადიანობით გადავადებული 700 მლნ-იან პორტფელში, მიკროსაფინანსოების წილი 27%-ია ( 190 მლნ-იანი სასესხო ნაშთით), სალიზინგო კომპანიების წილი კი 1.5%-ია.

სულ, საფინანსო სექტორში 1 თვიდან 3 წლამდე გადავადებული სესხების ნაშთი 1.6 მლრდ ლარია, მათ შორის საბანკო სექტორში ₾1.237 მლრდ-ის.  ბანკის მსესხებელია 156 000  პირი, 256 300 სესხით, მიკროსაფინანსოს კლიენტია 98 000 მსესხებელი და სალიზინგოების 3 000 -მდე.

სულ საფინანსო სექტორში 1.9 მლნ  აქტიური მსესხებლის 32 მლრდ-ის ჯამური ვალდებულებაა  (აქტიური კონტრაქტის ჯამური საკრედიტო ვალდებულება).

კრედიტინფოში 14 ბანკის, 40 მისოს, 8 სალიზინგო და 1 სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციაა წარდგენილი. 

სებ-ის განახლებული  სტატისტიკით,  საბანკომსაფინანსო ბაზარზე სექტორის წილი (აქტივების მიხედვით) 95.07% -მდეა (01.01.2019 - 93.26%, 01.01.2018 -92.5%) გაზრდილი.

ანალიტიკოსები ტრენდის შენარჩუნაბას 2022-შიც ელიან, არასაბანკოსთვის მომავალ ანგარიშს უფრო პესიმისტურს მიიჩნევენ, თუმცა საეტაპოს ახალი ბაზრის ფორმირების თვალსაზრისით. სალიზინგო ბაზარი პოსტპანდემიური ეკონომიკის გამწევი ძალა უნდა გახდეს, ბანკებთან ერთად, ბაზარზე მომედი 20-მდე სალიზინგო კომპანიიდან უმეტესობა ფუნქციურად ისევ სალომბარდოა, თუმცა 4-5 კომპანია არის პროფილური. მთავრობა საინვესტიციო საბჭოს რეკომენდავიით ბაზრისთვის შეღავათებს ამზადებს.

საფინანსო ბაზარი           2021     -     2019    -    2018

სექტორი

 ხვ. წილი

 %

 წილი

 წილი

საბანკო

 95.07

 %

 93.26

 92.48

მიკროსაფინანსო

  2.47

 %

  3.45

  4.07

სადაზღვევო

  1.53

 %

  1.75

  1.55

ლომბარდები

  0.78

 %

  1.32

  1.32

საბროკერო

  0.14

 %

  0.14

  0.31

საკრედიტო კავშ

  0.00

 %

  0.01

  0.02

საფონდო ბირჟა

  0.01

 %

  0.01

  0.01

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

Businesspartner