ფინანსები
11/09/2020
გადარიცხვები იზრდება - რომელი ქვეყნები აქტიურობენ
6 სექტემბრის კვირაში ფულადი გზავნილები წლიურ 11%-იან ზრდა აჩვენებს.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.
ნეგატიურია რუსეთიდან შემოდინებები, შემცირება წლიურად 17%-ია.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი
კვლავ დადებითი რჩება მიმდინარე კვირაში. შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.