ფინანსები
03/08/2022

ფულზე მოთხოვნა 108 მლნ-ით გაიზარდა

სებ-ის სტატისტიკით, საბანკო სექტორის ლიკვიდობაზე მოთხოვნა არსებითად შეიცვალა.

ნაღდ ფულზე მოთხოვნა 108 მლნ ლარით გაიზარდა და ამან საბანკო სისტემის ლიკვიდობაზე მოთხოვნა გაზარდა, თუმცა სამთავრობო და სავალუტო ოპერაციებით საბანკო სისტემას ლიკვიდობა 128 მლნ ლარით გაეზარდა.

საბოლოო ჯამში, მონეტარული ოპერაციებით ივლისში ლიკვიდობა 355 მლნ ლარით შემცირდა.

აქედან, რეფინანსირების სესხები შემცირდა, 2.3 მლრდ ლარამდე. 28 ივლისს 2,730 მლრდ ლარის რეფინანსირების სესხები დაიფარა და 2, 3 მლრდ -ის გაიცა.

ერთთვიანი სესხის მოცულობა უცვლელად 400 მლნ ლარზე შენარჩუნდა, ხოლო ერთდღიანი სესხი 83 მლნ ლარით შემცირდა.

ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 55 მლნ ლარით შემცირდა და 422 მლნ ლარი შეადგინა.

მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების წმინდა შესყიდვამ 101 მლნ ლარი შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022