ფინანსები
27/07/2020

ფულადი გზავნილების შემოდინება 30-35%-ით გაზრდილია - რიკო კრედიტი

ფულადი გზავნილები თითქმის ყველა კორიდორზე 30-35%-ით გაზრდილია, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით საუბარია პანდემიის მეორე ეტაპზე, მოლოდინებიც დადებითია.

„იმედი მაქვს, ოქტომბერში ვაქცინა უკვე იქნება და პანდემიის ბოლოში გავალთ,“ - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2% მოდიოდა.

2020 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივნისის (17.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023