ფულადი გზავნილების მოცულობა მაისში რეკორდულ ნიშნულზეა
მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 505.7 მლნ აშშ დოლარი (1502.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 169.4%-ით (318.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მაისის გზავნილებზე.
ლიდერი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც მაისში 314 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ზრდა წლიურად 888.73%-ია.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.1% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.1% მოდიოდა.
|
|
მლნ აშშ დოლარი |
წლიური ზრდა |
|
სულ |
505.71 |
169.4% |
|
ევროკავშირის ქვეყნები |
91.76 |
15.77% |
|
დანარჩენი ქვეყნები |
413.95 |
281.67% |
|
მათ შორის: |
|
|
|
იტალია |
36.82 |
15.30% |
|
საბერძნეთი |
20.33 |
-1.47% |
|
გერმანია |
13.31 |
46.40% |
|
ესპანეთი |
4.96 |
8.16% |
|
საფრანგეთი |
3.72 |
20.91% |
|
პოლონეთი |
3.33 |
31.21% |
|
ირლანდია |
1.91 |
3.83% |
|
კვიპროსი |
1.51 |
13.30% |
|
ნიდერლანდები |
1.19 |
86.02% |
|
რუსეთის ფედერაცია |
313.90 |
888.73% |
|
აშშ |
27.78 |
15.03% |
|
ყაზახეთი |
20.81 |
586.63% |
|
ისრაელი |
16.07 |
8.81% |
|
თურქეთი |
8.13 |
11.21% |
|
ყირგიზეთი |
5.68 |
371.51% |
|
აზერბაიჯანი |
4.63 |
-39.55% |
|
გაერთიანებული სამეფო |
2.85 |
48.63% |
|
კანადა |
1.92 |
-4.82% |
|
ტაჯიკეთი |
1.86 |
202.98% |
|
სომხეთი |
1.53 |
40.63% |
|
უზბეკეთი |
1.33 |
191.67% |
|
ბელარუსი |
1.29 |
210.08% |
|
არაბთა გაერთიანებული საამიროები |
1.15 |
31.35% |
2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (85.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის (22.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.
