ფინანსები
15/12/2022

ფულადი გზავნილები ნოემბერში 151%-ით გაიზარდა - ტრანსფერებით რუსეთი ლიდერობს

ნოემბერში ფულადი გზავნილები რეკორდულ ნიშნულზეა.

ქვეყანაში გადმორიცხულმა თანხამ 521 მლნ დოლარს გადააჭარბა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 151%-ზე მეტად გაიზარდა.

გზავნილებში ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც 316 მლნ დოლარის ფულადი გზავნილია გადმორიცხული, 819%-ით მეტი ვიდრე შარშან ნოემბერში, ეს რუსეთიდან მიგრაციით არის განპირობებული, მეორე ადგილზე კი იტალიაა 36 მილიონი დოლარით, მესამე პოზიცია კი 29 მლნ-ით ამერიკის შეერთებული შტატები.

სებ-ის მონმაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4% მოდიოდა.

Businesspartner