ფინანსები
17/05/2021

ფულადი გზავნილები გაიზარდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ზრდის ტრენდია ყველა ქვეყნიდან.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები 134.67%-ით გაიზარდა და 81.3 მლნ დოლარს მიაღწია.

მათ შორის, იტალიიდან 31.73 მლნ გადმოირიცხა, 21,75 მლნ საბერძნეთიდან, გერმანიიდან 8.71 მლნ, ესპანეთიდან 4.35 მლნ, საფრანგეთიდან - 3.04 მლნ;

რუსეთიდან გზავნილემა 33.35 მლნ შეადგინა, აშშ-დამ 24.88 მლნ, ხოლო ისრაელიდან 15.5 მლნ.

2021 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.8 მლნ აშშ დოლარი (88.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აპრილის (10.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 157.6%-ით მეტია.