ფულადი გადარიცხვები პოზიტიურ ტრენდს აჩვენებს
თიბისი კაპიტალი ფულადი გადარიცხვების პოზიტიურ ზრდის დინამიკაზე აცხადებს.
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, 5 ივნისის მდგომარეობით ჯამური ფულადი შემოდინებების 7 დღის საშუალო
ზრდამ წ/წ -0.5% შეადგინა. "ივნისის პირველ კვირაში გზავნილები წლიურად მხოლოდ -0.5%-ით არის შემცირებული და ზრდის ტენდენციას უახლოვდება," - აცხადებს თიბისი კაპიტალი.
შემოდინებების თითქმის ყველა ქვეყნიდან დადებითისკენ შეიცვალა. შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ორმაგ ნიშნულზეა და ყველაზე დიდ წილს იკავებს ჯამურ შემოდინებებში.
თიბისი მონაცემებით, უკრაინიდან, სომხეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან (თურქეთის ჩათვლით) დადებით ზრდის ტრენდს მიაღწია. აზერბაიჯანიდან შემოდინებები გაორმაგდა (წ/წ) კვირის განმავლობაში, ხოლო რუსეთიდან და
დანარჩენი დსთ-ის ქვეყნებიდან უარყოფითი ზრდის ტრენდი შემცირებულია.