ფინანსები
27/11/2020
ფულად გადარიცხვებში ზრდის დადებითი ტრენდი ნარჩუნდება
ფულადი გზავნილებში ზრდის დადებითი ტრენდი შენარჩუნებულია.
16-22 ნოემბრის პერიოდში შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და ცვლილებამ წ/წ +10% შეადგინა
შემოდინებები აზერბაიჯანიდან (100%-ით) და უკრაინიდან (146%-ით) კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან.
რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 20%-ით შემცირდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 16-22 ნოემბრის
პერიოდში დადებითი გახდა.
სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფითია, წლიურ ჭრილში ვარდნა 34%-ია.
შემოდინებები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ზრდის დადებით ტემპს ინარჩუნებს, თუმცა წინა კვირასთან შედარებით ზრდა შემცირდა და წ/წ 6% შეადგინა.