ფინანსები
01/04/2022

FMO-ს გამოშვებული ₾30 მლნ-ის ობლიგაციები ტერაბანკმა შეისყიდა

ნიდერლანდების განვითარების ბანკი FMO-ს გამოშვებული ₾30 მლნ-ის ობლიგაციები ტერაბანკმა სრულად შეისყიდა. 

ობლიგაციების დაგირავებით, ბანკს საშუალება ექნება ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 95% საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების განაკვეთში მოიზიდოს. მოზიდული ფინანსები მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობასა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას მოხმარდება.

₾30 მლნ-ის ობლიგაციები FMO-მ თიბისი კაპიტალის მხადაჭერით განათავსა. ობლიგაციების ვადა 5 წელია.

განთავსება იურიდიული კომპანიის - MKD Law კონსულტაციითა და ჩართულობით შედგა. 

„მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების განვითარების ბანკი აგრძელებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინტიტუტებთან სამომავლო, წარმატებული პარტნიორობისაკენ. ასევე, ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკისთვის - „ტერაბანკისთვის“, ვინაიდან მას საშუალება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციისგან ლარის დაფინანსება მოიზიდოს და ქართული კომპანიებისთვის ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს. ის, რომ აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში „ტერაბანკის“ მრჩეველი და პარტნიორი ჩვენ ვიყავით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამყარებს თიბისი კაპიტალის მიმართ არსებულ ნდობას ადგილობრივ საინვესტიციო და ფინანსურ ბაზრებზე“, - განმარტავს თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.

„გვეამაყება, რომ 2018 წლიდან მეხუთე ტრანზაქციის დახმარებით, FMO კიდევ უფრო აფართოებს დაფინანსების ქართულ პროგრამას. ობლიგაციების ადგილობრივ ვალუტაში განთავსება სრულად თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან - დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზრებზე”, - მათიჯს პინხტერენი, FMO-ს ხაზინადარი.

„მოხარულები ვართ, რომ ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან - ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან. ამ რესურსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტერაბანკის საკრედიტო საქმიანობის გაფართოებისა და მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების გაუმჯობესებისთვის. თიბისი კაპიტალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსგავსი ტრანზაქციების წარმატებით განხორციელებაში“, - ტერაბანკის ფინანსური დირექტორი სოფიო ჯუღელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023