ფინანსები
16/08/2021
Fitch Ratings-მა ორ ქართულ ბანკს რეიტინგის პროგნოზი გაუუმჯობესა
Fitch Ratings-მა ორ ქართულ ბანკს რეიტინგი გაუუმჯობესა.
სარეიტინგო სააგენტოს მონაცემებით, "პროკრედიტ ბანკი" და "ხალიკ ბანკის" გრძელვადიანი ემიტენტის გამომშვების დეფოლტ რეიტინგის პროგნოზი "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე გააუმჯობესა, თავად რეიტინგი კი „BB+“-ზე დაადასტურა.
სააგენტო იმედოვნებს, რომ ორივე ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს მხარდაჭერას თავისი დედაკომპანიებიდან ProCredit Holding AG & Co. KGaA და JSC Halyk ბანკიდან, სწორედ მსგავსი მხარდაჭერის გამოცდილება აძლევს სააგენტოს საფუძველს რეიტინგის გაუმჯობესების.
ორი ქართული ბანკის პროგნოზის გადახედვა, საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას უკავშირდება.