Fitch Ratings: ქართულ საბანკო სექტორზე პანდემიის ზეწოლა შემცირდა
ქართული საბანკო სექტორი პანდემიის ზეწოლიდან გამოდის, - ასე აფასებს Fitch Ratings-ი ჯერ კიდევ პანდემიურ პერიოდში მყოფ ქართულ საფინანსო სექტორს.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბანკების აქტივების ხარისხი მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება, რომლის მაჩვენებლები, ბიზნესის აქტივობის აღდგენისა და ლარის გაძლიერების ფონზე მე-2 კვარტალში გაუმჯობესდა, ვინაიდან უხარისხო სესხები 6.7% -მდე შემცირდა.
“მიგვაჩნია, რომ აქტივების ხარისხზე უარყოფითი რისკები არსებობს და დამოკიდებულია ჯანდაცვის კრიზისის მიმართულებებზე, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხების მდგომარეობა დამოკიდებულია დამოკიდებულია ეკონომიკის აღდგენაზე, განსაკუთრებით ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში", - წერს Fitch Ratings–ი.
საფინანსო ინსტიტუტი კვლავინდებურად რისკად მიიჩნევს დაკრედიტებაში დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს ეროვნული ვალუტის კურსის მაღალი რყევების პირობებში, რაც ბანკების მსესხებლებს დაუცველს ხდის, თუმცა როგორც თავადვე Fitch-ი აღნიშნავს, დოლარიზაციის მაჩვენებელის შემცირება ხანგრძლივი პროცესია და ამას ხელს შეუწყობს ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა.
Fitch მიათითებს, რომ წელს ბანკების მუშაობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამ და ბიზნესის ზრდამ. წინასწარი გაუფასურების ბუფერები კი ჯანსაღია და საშუალო მთლიანი სესხების დაახლოებით 5%-ს შეადგენს.
“მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისია იმისათვის, რომ გაუძლოს სესხის გაუფასურების ხარჯებს. ამასთან, გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები თანდათანობით გამოსწორდა, რასაც საფუძვლად უდევს ძლიერი მომგებიანობა, შემოსავლების შენარჩუნება და საკრედიტო ზომიერი ზრდა, თუმცა ზოგიერთ ბანკში კაპიტალის ბუფერები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა პანდემიამდელ ნიშნულამდე. ბუფერები სრულად უნდა აღადგინონ 2023 წლის ბოლოსთვის, მაგრამ სებ-ის მოლოდინით, ბანკები ამას ვადამდე ადრე, 2022 წელს გააკეთებენ.
დაფინანსების წყაროები სტაბილურია. მიუხედავად იმისა რომ ვალდებულებების მესამედი უცხოურ წყაროებზე მოდის, ბანკებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ საერთაშორისო ბაზრებზე ,“ – ნათქვამია Fitch Ratings–ის გავრცელებულ რელიზში.