ფინანსები
17/08/2020

"Fitch მიიჩნევს, სებ-ის სანდო პოლიტიკა დაეხმარა საქართველოს საგარეო შოკებისას მდგრადობის შენარჩუნებაში"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი FitchRatings-ის მიერ საქართველოსთვის BB რეიტინგის შენარჩიუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანებას.

კობა გვენეტაძე სარეიტინგო კომპანიის შეფასებას იხმობს.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 5 აგვისტოს ზედიზედ მესამედ, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8.0%-მდე შეამცირა. პოლიტიკის განაკვეთი მარტში 9.0% იყო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაციური ზეწოლის კლების საპასუხოდ, შეარბილა. ნავთობის ფასების ვარდნისა და სუსტი მოთხოვნის პირობებში, ინფლაცია 2020 წლის მეორე ნახევარში კლებას განაგრძობს. 2020 წლის აპრილში 6.9%-ის პიკის შემდგომ, ივლისში ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა. Fitch-ის პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2020 წელს, საშუალოდ 4,9%-იქნება, და 2020 წლის ბოლოს, ეროვნული ბანკის ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად, 3.5%-ს მიუახლოვდება.

Fitch მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკის პრაქტიკა დაეხმარა საქართველოს წინა საგარეო შოკების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში და შემდგომშიც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სადაგამხდელო ბალანსის რისკების თავიდან არიდებას. კოვიდ 19-ის პანდემიის საპასუხოდ, სებ-მა შემოიღო მაკროპრუდენციული ზომები და ზომიერად ჩაერია სავალუტო ბაზარზე, რითაც გაცვლითი კურსის მერყეობა შეარბილა", - წერს ქვეყნის მთავარი ბანკირი.

Businesspartner