Fitch-მა 3 ქართულ სისტემურ ბანკს რეიტინგი გაუუმჯობესა
Fitch Raitings-მა 3 ქართულ სისტემურ ბანკს - „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკს“ რეიტინგები მათი გრძელვადიანი ემიტენტების რეიტინგის დამტკიცებამდე, "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" შეცვალა.
ამავდროულად „პროკრედიტ ბანკისთვის“ Fitch-მა დაამტკიცა გრძელვადიანი ემიტენტების რეიტინგი პროგნოზით "ნეგატიური".
„საქართველოს ბანკისთვის“, „თიბისი ბანკისთვის“ და „ლიბერთი ბანკისთვის“ რეიტინგის სტაბილურობამდე ზრდა გამოწვეულია მათზე ზეწოლის შემცირებით.
როგორც სარეიტინგო სააგენტო წერს, ზეწოლა თავის მხრივ იმ ნეგატიურმა შედეგებმა გამოიწვია, რომელიც ქართულ ეკონომიკას კორონავირუსის პანდემიამ მიაყენა.
"ველით, რომ წინასწარი გაჯანსაღების პროცესში ბანკების მოგება პანდემიით მიყენებული საკრედიტო ზიანის ასათვისებლად საკმარისი იქნება. ბანკები პანდემიას და მისგან გამოწვეულ კრიზისს დამცავი, ჯანსაღი „კაპიტალური ბალიშებით“ შეხვდნენ", - განმარტავს Fitch-ი.
რაც შეეხება „პროკრედიტ ბანკს“ აქ რეიტინგის დამტკიცების მიზეზი ის შეზღუდული შესაძლებლობებია, რომელიც ბანკის მშობელ კომპანიას, ProCredit Holding AG & Co. KGaA მის შვილობილ კომპნიასთან მიმართებით აქვს იმ შემთხვევაში, თუ პროკრედიტ ბანკს დახმარება დასჭირდება.