ფინანსები
23/09/2022

ფინტეკი სებ-ში უფასოდ ლიცენზირდება

ფინტეკები სებ-ში პლატფორმის სტატუსით დარეგისტრირდებიან. სებ-მა რეგისტრაცია მიმდინარე კვირას გამოაცხადა და ამ დროისთვის დაინტერესებული 6 ჯგუფიდან (ადგილობრივი) ჯერ არცერთის განაცხადია.

ფინტეკი ამ პლატფორმით საკრედიტო ბიუროსგან მოაგროვებს ინფორმაციას, თუმცა არა დაარქივებისთვის, მონაცემები დროებით სჭირდება, ვიდრე კლიენტს სესხის/ლიზინგის გამცემ  ორგანიზაციაში, სადაზღვევო ან სხვა პროფილური სერვისის გამცემ სუბიექტში გადაამისამართებს (ბანკი, სალიზინგო, სადაზღვევო...).

სებ-ი ფინტეკებს ზედამხედველობას რეგულირების ლაბორატორიით გაუწევს. რაც ნიშნავს პრაქტიკაში ზედამხედველობას. ეროვნული ბანკი თითოეულ ფინტეკთან ინდივიდუალურად იმუშავებს და 1-2 წლიანი დაკვირვების შემდეგ შექმნის მათი რეგულაციის ჩარჩოს.

საფინანსო ბაზარი ფინტეკ-სეგმენტს საწყის ეტაპზე ნიშური პროდუქტებით მოაზრებს. შესაძლოა კომბინირებული პროდუქტებიც იყო. ეს უკვე სტარტაპების (ყველა ფინტეკი სტარტაპია) პრეროგატივაა, რამდანად მრავალფეროვან კონტენტს შექმნიან. პლატფორმის უპირატესობა არჩევანის მრავალფეროვნება იქნება. პოტენციურ კლიენტს რამდენიმე ბანკის/მისოს/სადაზღვევო/სალიზინგო კომპანიის შეთავაზებების ერთდროულად გაცნობის შესაძლებლობა ექნება.

ასევე ერთდროულია სებ-ის დაანონსებული ცვლილებები, რომლებიც რეგისტრაციის გარდა  რეგულაციიის ნაწილსაც მოიცავს. სესხის გამცემი თუ ვალდებული იყო კლიენტის 3 მლნ ლარის ვალდებულებაზე წარედგინა ინფორმაცია კრედიტინფოში, 13 ოქტომბრიდან 10 მლნ  ლარამდე  თანხის ფარგლებში მოუწევს.

კიდევ ერთი ცვლილებაა. ვალდებულებების მიმღებ/დამმუშავებელ/შემნახავ ბიუროში ინფორმაცია მოგროვდება ფულად გზავნილებზეც. თუმცა მას ბანკი კრედიტინფოს მხოლოდ ბენეფიციარის თანხმობით გადასცემს. შემდეგკი, უკვე, კრედიტინფოში  კიდევ ერთი დამატებითი თანხმობა გახდება საჭირო. როცა/თუ გზავნილის მიმღები პირი რომელიმე ბანკში სესხის ასაღებად მივა. 

გზავნილების აღრიცხვის სიკეთედ  დაკრედიტების გამარტივება სახელდება, მსესხებლის იმ კატეგორიისთვის, რომელიც გზავნილებით სისტემატიურ შემოსავალს იღებს (ახლა  ასეთ მსესხებელს სხვადასხვა ცნობების მოგროვება სჭირდება, გამსესხებელს კი დრო, ანალიზისთვის).

Businesspartner