ფინანსები
17/10/2023

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი ხვალ იკრიბება

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტისგან (ფსკ) საბანკო სექტორი კაპიტალის მოთხოვნების შემცირებას ელის.

ბანკირები მიიჩნევენ, რომ გაზაფხულზე ამოქმედებული კონტრციკლურობის 1%-იანი ბუფერის საჭიროება მოხსნილია და შესაძლებელია სისტემამ 400 მლნ ლარის ლიკვიდობა დაიბრუნოს. '

აღნიშნული ინსტრუმენტის მოქმედება, კაპიტალის სხვა მოთხოვნებთან ერთად შესაძლო კრიზისებისთვის საფინანსო ბაზრის მზადყოფნას ემსახურება. ის, სტრესებისას, დანიშნულების მიხედვით გამოიყენება. მკაცრდება მაშინ, როცა დაკრედიტების ტემპი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს გადაასწრებს. აღნიშნულ შემთხვევაში იზრდება კონტრციკლური ბუფერის განაკვეთი და სექტორს უფრო მეტი კაპიტალის დაჭერა უწევს.

ბაზარს განაკვეთის განულების მოლოდინი აქვს, რაც თავის მხრივ ეკონომიკას დაასტიმულირებს. 

ნეიტრალური ბუფერი ომის (უკრაინის) კრიზისამდე ჭარბი დაკრედიტების მაკორექტირებლად გამოიყენებოდა. მოგვიანებით მიიჩნევა, რომ გამოყენება, კარგ დროშიც მიზანშეწონლია, საფრთხეების პრევენციისთვის.

ბაზარი ფსკ-ს ოთხშაბათის სხდომისგან სამომხმარებლო სესხის ვადის 4 წელზე დაბრუნებასაც ელის. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ  საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ორშაბათის შეხვედრაზე უთხრა, რომ ფსკ-ზე სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზე იმსჯელებენ.

"ამასთან დაკავშირებით გვინდოდა წინასწარ მოგვესმინა კომერციული ბანკების მოსაზრებები. ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკების მიმართ. თუმცა, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გვინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბანკები მზად არიან ნებისმიერ გარე შოკებთან გასამკლავებლად", - აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022