ფინანსები
06/10/2020

ფინანსთა სამინისტრო: UWSC-ი ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობითაა დაკავებული

ფინანსთა სამინისტრო ეჭვობს, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (UWSC) ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობით არის დაკავებული. სწორედ კვაზი-ფისკალური აქტივობებს უნდა უკავშირდებოდეს კომპანიის საოპერაციო ზარალი, - აღნიშნულია  ფისკალური რისკების ანალიზში.
 
კვაზი-ფისკალურია ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული/ კომერციული საწარმო არ განახორციელებდა. ასეთი აქტივობები ძირითადად ემსახურება სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს. ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობის მაგალითია სახელმწიფო საწარმოში დასაქმებულთა საჭიროზე მეტი რაოდენობა სოციალური ან/და პოლიტიკური მიზნებისთვის.
 
„ფარული კვაზი-ფისკალური აქტივობა უნდა იყოს აკრძალული. დაუშვებელია სახელმწიფო საწარმოს მიერ არაკომერციული მომსახურებების (NCSO-ები) განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი არიან ცხადი და მათი ღირებულება სრულადაა კომპენსირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
 
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2019 წელს კომპანიამ შემოსავალი 8%-ით 42 მლნ ლარამდე გაზარდა, ხარჯი კი, 126 მლნ იყო, დაახლოებით 60%-ით მეტი, ვიდრე 2018 წელს. კომპანია წლებია ზარალს აფიქსირებს. გასულ წელს კი, ზარალის მოცულობა გაორმაგებული იყო  და 85 მლნ ლარს მიაღწია. ფისკალური რისკების ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ მშენებლობასა და პროექტების მენეჯმენტთან დაკავშირებული რისკები, შესაძლოა იყოს ძირითადი ფინანსური რისკი ისეთი სახელმწიფო საწარმოებისათვის, როგორიცაა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და “მარაბდა-კარწახის“ რკინიგზა. მთლიანობაში კომპანია რეფორმირების ეტაპზეა. კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით, აქცენტები კეთდება საოპერაციო დონეზე არსებულ არაეფექტურობებზე.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023