ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ლაშა ხუციშვილი დაიკავებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი წარადგინა.
პრემიერის თქმით, ლაშა ხუციშვილი 2014 წლიდან იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრი. 2013-2014 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსი იყო, 2008-2013 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young (ერნსტ ენდ იანგ) თბილისის ოფისი, საგადასახადო და იურიდიული განყოფილებაში.
შეგახსენებთ, ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ბატონი ვანო მაჭავარიანი აპირებდა გადადგომას ჯერ კიდევ დეკემბერში, როგორც მან აღნიშნა, მაგრამ ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ რამდენიმე თვე გაეგრძელებინა მუშაობა. მინდა, მას ჩვენი მთავრობის და გუნდის სახელით გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში", - განაცხადა პრემიერმა.