ფინანსები
25/07/2023

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინე ლიმიტოვსკისა და ბანკის წარმომადგენლებს, რომლებიც  საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები.

ხაზი გაესვა ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. 

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება, საუბარი შეეხო მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელებიც მიმართულია  მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისკენ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ახორციელებს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ რეგიონის მასშტაბით ურთიერთკავშირის გასაუმჯობესებლად და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობა, მრავალმხრივი და ორმხრივი განვითარების პარტნიორებთან თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება.

Businesspartner