ფინანსები
14/09/2020

FDI გრანტი - ახალი ინსტრუმენტი ინვესტიციების მოზიდვისთვის

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვისთვის ახალი ხელსაწყო FDI გრანტი დანერგა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას განმარტა, ინვესტორები სახელმწიფოსგან 300 000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე გრანტს მიიღებენ.

„ცოტა ხნის წინ ჩვენ დავნერგეთ FDI გრანტი - ახალი ხელსაწყო ინვესტიციების მოზიდვისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ინვესტორი ჩამოდის და დებს X რაოდენობის თანხას და ასაქმებს X რაოდენობის ადამიანს, ის 300 000 ლარიდან 1 მილიონ ლარამდე იღებს სახელმწიფოსგან გრანტს, რომელსაც ხარჯავს კონკრეტული მიზნობრიობით. მაგალითად, მუშა-ხელის გადამზადებისა და მსუბუქი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის,“ - აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა.

Businesspartner