
ფასიანი ქაღალდების ემიტენტს ახალი ვალდებულებები ეკისრება
კაპიტალის ბაზრის მონაწილეების (ბროკერი, ემიტენტი, ინვესტორი, მარეგულირებელი) უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს განსაზღვრავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების და ბაზრის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელსაც პარალმენტი მომავალ სასესიო კვირას II მოსმენით განიხილავს და ძალაში 2024 წლის მარტიდან შევა. ცვლილებების ამოქმედების თარიღი დაზუსტდა საკომიტეტო (საფინანსო საბიუჯეტო) მოსმენაზე (II მოსმენა).
იურიდიული კომიტეტის შენიშვნებით, ცვლილებები კანონპროექტის რამდენიმე მუხლში შევიდა. მ.შ. ჩაიდო გარკვეული დათქმები, რომ სებ-ის უფლებამოსილება შემოსაზღვრული იყო. მაგ: გაიწერა პირობები, როდის შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ საბროკერო ან ცენტრალური დეპოზიტარი.
სებ-ის ინფორმაციით, კანონპროექტებით გაწერილი ვალდებულებები და პროცედურები ახლაც სრულდება. ბაზრის ინფრაქტრუტურა მოწყობილია და მუშაობს. უბრალოდ საკანონმდებლო ჩარჩო ჩამორჩება.
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის და კაპიტალის ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებები საჯარო ემისიების ემიტენტებს ავალდებულებს ქაღალდების (აქციები, ობლიგაციები...) ცენტრალურ დეპოზიტარში გამოშვებას. ასევე ობლიგაციების (ან აქციების და სხვა) რეესტრები 01.06.2024-მდე უნდა გასდასცენ დეპოზიტარს, გააფორმონ ხელშეკრულება და გახსნან ანგარიში.
სებ-ის ლიცენცირებულმა ცენტრალურმა დეპოზიტარმაც ივნისამდე უნდა მიმართოს სებ-ს და მოიყვანოს თავისი საქმიანობა სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში.
დეპოზიტარში რეგისტრირება სავალდებულო არ არის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებისას. აღნიშნული დეფინიცირდება რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად და რეესტრი დარჩება მხოლოდ რეგისტრატორში.
დეპოზიტარის და ემიტენტის ვალდებულებებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ასევე აწესრიგებს ფუნქციების დელეგირების საკითხებს. კანონპრექტში დაბრუნდა საინვესტიციო ფონდების შესახებ ჩანაწერი, ფონდების ერთეულების მფლობელთა (ისევეა, როგორც სს-ის შემთხვევაში აქციონერები) რეესტრის წარმოების რეგისტრატორებზე დელეგირების შესახებ.