ფინანსები
17/07/2023

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილები ივნისში შემცირდა

ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი Unistream-ით გადმოირიცხა, $ 77 მლნ -მდე. თუმცა წინა თვესთან შედარებით $12 მილიონით კლებაა (-13% m.m), წლიურად (Y.Y)  კი აღნიშნული სისტემით გადმორიცხვები 30%-ით შემცირებულია (06/2022 - $111,4 მლნ).

  06/2023 $მლნ  06/2022 $მლნ
Unistream 76,980 111,440
Zolotaia korona 56,974 136,524
RIA 61,945  48,711
Western union 41,834  37,902
     

წყარო: სებ-ი 

სებ-ის სტატისტიკით, მთლიანად ივნისში გადმორიცხვები შემცირებულია, 9%-ით (m.m). ქვეყანაში $ 353.2 მილიონი  შემოვიდა, მაისში კი $ 388 მლნ-მდე.

ნ.შ. ევროკავშირის  ქვეყნებიდან  2%-მდე კლებაა, 109,98 მლნ აშშ დოლარამდე (05'/2023 - $111.4 მლნ ). ძირითადად ოტალიიდნ ჩარიცხვების მცირედი კლების ხარჯზე. ივნისში $42,9 მლნ ჩაირიცხა, მაისში - $ 44.2 მლნ. მთლიანობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან კი ტრანსფერები წლიურად (Y.Y) ზრდაა 22.7%-ით გაზრდილია. ამასთან გასათვალისწინებელია კურსის ეფექტიც. ევრო/USD დოლართან ბოლო 30 დღეში 2.5%-ით გამყარებულია.

მთლიან ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების წილი გადმორიცხვებში 31%-მდეა გაზრდილი (06/2022 -21%).

საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ქვეყნები ევროკავშირიდან

  06/23  $ 06/22 $
იტალია 42,9 მლნ 35.6 მლნ
საბერძნეთი 20,3 მლნ 18,8 მლნ
გერმანია  20.2 მლნ 13.9 მლნ

წყარო: სებ-ი