ფინანსები
22/12/2020
ეს არ ეხება საქართველოში ლიცენზირებულ ბანკებს - გვენეტაძე აფხაზეთის "აპრას“ ბარათების მომსახურებაზე
პირველადი ინფორმაციით, ეს საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ბანკებს არ ეხება, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს ბაზარზე ოპერირებად თურქული ბანკების მიერ არაღიარებული აფხაზეთის „აპრას“ World ბარათების მომსახურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ბანკებისგან ინფორმაცია გამოთხოვილია და განცხადებას თავად ბანკები გააკეთებენ.
"დეტალებს დავაზუსტებთ. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.