ფინანსები
22/10/2020

ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებით $40 მლნ მიაწოდა

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე კვლავინდებურად აქტიურობს.

სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე $569,65 მლნ აქვს გაყიდული.