ფინანსები
09/10/2023

ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისის მხარდაჭერა ფინტექ სექტორს

საქართველოს ეროვნული ბანკი, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად ზრუნავს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე. ამის ნათელი დადასტურებაა ღია ბანკინგის სერვისების სრულყოფილი ხელმისაწვდომობა უკვე არასაბანკო ინსტიტუტებისთვისაც.

"ამჯერად სებ-ი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით, ღია ბანკინგის/ფინანსების ტექნიკური სენდბოქსის პროექტს ახორციელებს. ტექნიკური სენდბოქსი ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს დაინახოს ღია ბანკინგის განვითარების შემდგომი პერსპექტივები, ხოლო, ჩართული მხარეები სატესტო გარემოში შეძლებენ გამოსცადონ ის სერვისები, რომელთა დანერგვაც შემდგომ  ეტაპზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ  სენდბოქსის მონაწილეთა საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და სცდება როგორც ფინანსური სექტორის, ისე ადგილობრივი კომპანიების ძირითად საქმიანობას.

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ბიზნეს მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა. რამდენადაც საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ კომპლექსურია, უკვე წლებია ეროვნული ბანკი ფინანსური ინოვაციების ოფისის საშუალებით დაინტერესებულ მხარეებს უკუკავშირის მარტივად მისაღებად საკმაოდ მოქნილ შესაძლებლობას სთავაზობს.

იმისათვის, რომ ყველა ინოვატორმა თანაბრად შეძლოს წარმოაჩინოს თავისი ბიზნეს მოდელის დამატებითი ღირებულება და უკეთესი გახადოს ქვეყნის ფინანსური ბაზარი, ინოვაციების ოფისი რეგულირებად და არარეგულირებად სუბიექტებს ყოველგვარი შუამავლების გარეშე სთავაზობს კონსულტაციებს, მათ საჭიროებებთან დაკავშირებული წესებისა და პროცესების უკეთ აღქმისთვის. ასევე, თითოეულ მათგანს აძლევს შესაძლებლობას მარტივად გამართონ საკუთარი პროექტი და მოიყვანონ საზედამხედველო მიდგომებთან სრულ შესაბამისობაში,"-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022