ეროვნული ბანკი უმოქმედო სესხების წილის მკვეთრ ზრდას არ ელის
ეროვნული ბანკი უმოქმედო სესხების წილის მკვეთრ ზრდას არ ელის.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, 2021 აპრილის მონაცემებით, უმოქმედო სესეხების წილი მთლიან პორტფელთან 8%-ს შეადგენს.
„არსებული პროგნოზებით, ამ მაჩვენებელის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა, საკრედიტო პორტფელის დარჩენილი ნაწილის შეფასება კვლავ გრძელდება. ამ პერიოდში ბანკებმა საკმაოდ კარგად შეუწყვეს ხელი ბიზნესს და მოსახლეობას სესხების რესტრუქტურიზაციაში. თუმცა ამან გავლენა ჰპოვა სტატისტიკაზეც. მოგეხსენებათ, ვადაგადაცილებული სესხები რომელიც კრიზისამდე 2020 წლის თებერვალში 5.5%-ს შეადგენდა არ არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და დღეს 5.9%-ს შეადგენს“, - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში საბანკო სექტორმა შექმნა 1.1 მლრდ ლარის სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვი, რაც მათი შეფასებით, ადეკვატურად ასახავს პანდემიიდან გამოწვეულ მოსალოდნელ დანაკარგებს და მისი მატერილური ზრდა მოსალოდნელი არ არის.