ფინანსები
31/05/2023

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს რეკომენდაციას აძლევს

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს რეკომენდაციას აძლევს, დაკრედიტებისას გაითვალისწინონ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ქირის დღეს არსებული ფასი გრძელვადიან ტრენდს 30%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასიც გაზრდილია, გაცილებით მეტად არის გაზრდილი ქირის ფასები.

„უძრავი ქონების ბაზარზე განსხვავებული ტენდენცია გვაქვს - უძრავი ქონების გაყიდვის და ქირის ფასებზე. მიუხედავად იმისა რომ ორივე გაზრდილია, გაცილებით მეტად არის გაზრდილი უძრავი ქონების გაქირავების ფასები. რაც შეეხება გაყიდვის ფასებს, აქ რისკები გაცილებით ნაკლებია.

ვინაიდან ფასის ზრდა მეტნაკლებად თანაზომიერია სამშენებელო მასალების ფასის მატების. ხოლო ქირის შემთხვევაში, გაცილებით დიდია ფასის ზრდა და გრძელვადიან ტრედს 30%-ით აღემატება.

ამ ეტაპზე ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა ბანკების მიმართ. ჩვენ მათ ვურჩევთ, რომ როდესაც სესხი გაიცემა ქირის შემოსავლის საფუველზე, უნდა გაითვალისწინონ ამ შემოსავლის გრძელვადიანი სტაბილურობა და რომ ეს ქირა გრძელვადიან ტრენდთან შედარებით 30%-ით მომატებულია.“-აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

Businesspartner