ფინანსები
05/08/2022

ეროვნული ბანკი რეზერვებს ივსებს - სებ-მა $20 მლნ იყიდა

სპეციალისტების მოლოდინის შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე ეროვნულმა ბანკი რეზერვების შევსებას განაგრძობს.

სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 მლნ დოლარი იყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186  შეადგინა.

ეს უკვე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული მეორე ინტერვენციაა. 1-ელ აგვისტოს სებ-მა 10 მლნ დოლარი შეისყიდა (საშ.შეწ კურსი - $1/₾ 2.7514 შეადგინა). მანამდე კი სებ-მა 10 მლნ დოლარი 24 მაისს შეიძინა, ეს პანდემიის შემდეგ სავალუტო აუქციონზე დოლარის შეძენის პირველი შემთხვევა იყო. 

პანდემიის გამო, ცენტრალური ბანკი სავალუტო აუქციონზე აქტიურად იყო წარმოდგენილი. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა, 2021 წელს კი 332.9 მლნ დოლარი. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში მყისიერად მყარდება, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 2.71 ლარად ივაჭრება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022