ფინანსები
16/03/2020

ეროვნული ბანკი რეგულაციებს ამარტივებს – ბანკებს ტვირთი შეუმცირდებათ

ეროვნული ბანკი რეგულაციებს ამარტივებს, – მტავარი ბანკი შესაბამის განცხადებას ხვალ გააკეტებს.

სებ-ში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებით სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა ექნებათ. მათ შორის, შემცირდება სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების ოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის ვიცე – პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა, ხვალ, სოციალურ ქსელ Facebook – ის საშუალებით, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და უპასუხებს პირდაპირი ჩართვის დროს დასმულ შეკითხვებს.

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე – fb.com/NationalBankofGeorgia/ პირდაპირი ეთერი 17 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023