ფინანსები
02/06/2021

ეროვნული ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს

ეროვნული ბანკი ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიზეზი აპრილში ეკონომიკის ზრდის 44.8%-იანი მაჩვენებელი გახდა. პროგნოზის გადახედვა კი, 23 ივნისს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოხდება.

ამჟამად, სებ-ის პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკის 4%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

აპრილში მიღწეული მაღალი ზრდის შემდეგ, მთავრობამ მშპ-ს ზრდის პროგნოზის 6.5%-მდე გაუმჯობესებაზე განაცხადა. 

Businesspartner