ფინანსები
18/11/2021

"ეროვნულ რეესტრს" ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაუუქმდება

"ეროვნულ რეესტრს" ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია უუქმდება.

კომპანია ლიცენზია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, 21 დეკემბრიდან გაუუქმდება.

ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრსაც შპს "ეროვნული რეესტრი“ აწარმოებდა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა, ხოლო შპს "ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს. 

პროცესი უნდა დასრულდეს 20 დეკემბრამდე.

 

ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობას ახორციელებენ: სს კავკასრეესტრისს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი; სს სი ეს არ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022