ფინანსები
20/12/2021

"ეროვნულ რეესტრს" ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია 21 დეკემბრიდან გაუუქმდება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევის გამო, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "ეროვნულ რეესტრს“ 21 დეკემბრიდან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაუუქმდება.

სებ-ის ცნობით, ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრსაც შპს "ეროვნული რეესტრი“ აწარმოებდა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა, ხოლო შპს "ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს. აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 დეკემბრისა.

ეროვნული ბანკი ამავდროულად ავრცელებს იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც 2021 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა:

სს კავკასრეესტრი; სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი; სს სი ეს არ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022