ფინანსები
16/02/2023

ემბისიმ მოგების 3/4 დაკარგა

მ/ო ემბისის (MBC) წმინდა მოგება 3.5-ჯერ შეუმცირდა და პერსონალის ხარჯი 1 მილიონით გაეზარდა. 

მიკროდაკრედიტების ბაზარზე კი მისოს წილი გაზრდილია, 5.7%-მდე (01.01.2022 - 5.3%).

MBC-ის გენერალური დირექტორის გია პეტრიაშვილის განცხადებით, მისო, მინიმალური მარჟით მუშაობს, კომერციულ ბანკზე 7-8 %.პ.-ით ნაკლებით. იმის მიუხედავად, რომ მიკროსაფინანსო ბაზარი  საბანკოზე მაღალრისკიანია.

ამ დროისთვის MBC-ი არაუზრუნველყოფილ სესხს წლიურ 25-34%-ად, უზრუნველყოფილს (ბიზნეს/აგრო/სტარტაპი) კი 20-23%-ის ფარგლებში გასცემს.

პეტრიაშვილის თქმით, სურვილის მიუხედავად, ბანკზე დაბალი სასესხო  განაკვეთის შეთავაზება ვერ ხერხდება, რესურსის სიძვირის გამო. მისოს ერთის მხრივ ბანკი აწვდის საკრედიტო რუსურსს და მეორეს მხრივ პირდაპირ კონკურენციას უწევს მიკროდაკრედიტების ბაზარზე.

MBC და რამდენიმე მისო კონკურენციის დაძლევას, მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ აპირებს. როცა მოედანზე ბანკთან თანაბარ სასტარტო პოზიციაზე აღმოჩნდება და მიკრობანკს ბანკის შუამავლობის გარეშე შეეძლება სებ-იდან ლარის რესურსის მოზიდვა.

ამისთვის, თავდაპირველად 100 000 ლარი უნდა გაიღოს, სარეგისტრაციო მოსაკრებლის სახით. მ/ ბაზარზე შესვლისთვის გადახდილი 50 000 ლარიანი მოსაკრებელი არ გაექვითება.

₾100 000 -ის გადახდა მოუწევს, მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების მსურველსაც. სებ-ის ინფორმაციით, წინასწარი დაინტერესება რამდენიმე სუბიექტმა გამოთქვა. 

მ/ო MBC                                                                                                                     

 

01.01.2023

01.01.2022  

აქტივები

105,246,597

91,529,011

სესხები

  90,353,305

73,109,345

შემოსავლები  (სა%)

  23,136,028

20,376,100

მ.შ ლომბარდიდან

        10,127

       20,412

ხარჯები (არა%)

10,937,309

9,624,302

მ.შ. პერსონალის

  6,906,396

5,914,932

კაპიტალი

19,579,557

20,148,036

წმინდა მოგება

     426,923

1,570,304

წყარო: მისო

 

Businesspartner