ფინანსები
01/05/2023

"ექსპო ჯორჯიაში" უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული ჩატარდა

გამოფენების ცენტრის - „ექსპო ჯორჯიას“ და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების კვირეული ჩატარდა.

კვირეულმა 4 ძირითადი ღონისძიება გააერთიანა: უძრავი ქონების გამოფენა, სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build, საერთაშორისო კონფერენცია - Nar და უძრავი ქონების ფორუმი.

კვირეულის ფარგლებში, თიბისისა და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლებმა, დამსწრე აუდიტორიას საქართველოს სამშენებლო და დეველოპერული სექტორების დინამიკა, ადგილობრივი მასალების მწარმოებლებისთვის არსებული შესაძლებლობები და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზები გააცნეს.  

„უძრავი ქონების სექტორის ზრდა, პირდაპირპროპორციულად იწვევს სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის ზრდას. შესაბამისად, ორივე მიმართულებით, მუდმივად მზარდია თიბისის ბაზრის წილი და ინვესტიციაც. თიბისის ბაზრის წილი სამშენებლო მასალებში - 43%, უძრავ ქონებაში კი 41%-ია. ბოლო 3 წლის ჯამური ინვესტიცია  კი, სამშენებლოში მასალებში - 1 238 000 000 ლარი, უძრავი ქონების სექტორში კი -  2 183 000 000 ლარი. აღნიშნულ სექტორებში თიბისის მოწინავე პოზიცია, პირველ რიგში, ინდივიდუალური მიდგომის დამსახურებაა. თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, დეველოპერულ სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც  სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. თითოეული კომპანიის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მათზე დაფუძნებით, შესაბამის მომსახურებასა და პროდუქტებს ვთავაზობთ“, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

უძრავი ქონების კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. ასევე, ბიზნესისთვის კი გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023