ფინანსები
02/10/2023

ეკონომიკის ოლიმპიადის 10 ფინალისტთან შეხვედრა გაიმართა - ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, წელს პირველად საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატის ქვეშ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაგან 10 ფინალისტი გამოვლინდა.

მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე სლოვაკეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურში საასპარეზოდ, სადაც ისინი 18 ქვეყნის გამორჩეულ მოსწავლეებს პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ.

წელს საქართველომ მონაწილე ქვეყნებს შორის საშუალოზე მაღალი შედეგი აჩვენა და ქვეყნების რეიტინგში მეხუთე, ხოლო 2023 წლის დებიუტანტ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

მიღწეული შედეგების აღსანიშნავად კი საუკეთესო შედეგის მქონე ათ მოსწავლესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა და Economic Fundamentals Initiative-ის დირექტორმა, რენდი ფილერმა, მოსწავლეებს სერტიფიკატები და პრიზები გადასცეს. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნასა და ფინანსური განათლების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორები ვართ. მოსწავლეების მიერ საერთაშორისო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატება კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს ახალგაზრდების დიდ პოტენციალს, რომლის გამოსავლენად ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ეკონომიკის ოლიმპიადისადმი გამოვლენილი მაღალი ინტერესის გამო, საქართველოს ბანკისა და GELi-ს თანამშრომლობა გრძელდება. შესაბამისად, მოსწავლეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი თავი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. 

ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ფინანსური ინსტიტუტის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პორტფოლიო მრავალ პროექტს ითვლის, რომელთა მეშვეობით ბანკმა 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022