ფინანსები
07/03/2022

ეკონომიკის მინისტრი: ლარის გაუფასურებაზე ემოციური ფაქტორები მოქმედებს

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს. მასზე ემოციური ფაქტორები მოქმედებს. 

"ლარის კურსზე არსებული ემოციური ფაქტორები მოქმედებს. ხელისუფლების დიდი სურვილი, მოწოდება და თხოვნაა საზოგადოებასთან, ვიყოთ ნაკლები ემოციებით, ვგულისხმობს ეკონომიკურ ნაწილს. არის ემოციური ფონი, რომელიც გადადის ეკონომიკაში. ერთია, ცალსახად ჩვენი სოლიდარობა და საკითხი, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას, აგრესიას, სადაც ვერ ვიქნებით მშვიდები და თითოეული მოქალაქე ვართ ემოციურები, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, სტატუსს. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, ეს არის ძალიან მგრძნობიარე.

ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებაში სიმშვიდე, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი, რომ ლარის კურსი გვქონდეს შენარჩუნებული. დღეს არ არის ობიექტური ფაქტორები, რომ ლარი უფასურდებოდეს, არის ძირითადად ემოციური ფაქტორები. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის მთელი საზოგაოდება, რადგან ამას მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს, მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი იქნება მშვიდ რეჟიმში",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.