ფინანსები
15/12/2020

EIB-ი “საქართველოს ბანკს“ 25 მლნ ევროს სასესხო ხაზს გაუხსნის

„ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB)  „საქართველოს ბანკს“   25 მლნ ევროს მულტისავალუტო სასესხო ხაზს გაუხსნის. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

7 წლამდე ვადის სესხი,  2019 წელს გამოყოფილი 50 მილიონი ევროს სასესხო ხაზის დანამატია.  საკრედიტო ხაზით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შესაძლებელია ევროში, დოლარში ან ლარში.

კრედიტის მიზანია COVID-19 -ით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSMES), ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების დახმარება. 

 

 

Businesspartner