
EDG $10 მილიონის ობლიგაციებს უშვებს
„ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ , კასკადური ელექტროსადგურების მმართველი კომპანია (ჯამურად ფლობს 15.25 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე განახლებადი ენერგიის აქტივებს) 10 მლნ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციების განთავსებაზე აცხადებს (ნომინალი - $1 000 ).
კომპანიის დირექტორის გიორგი შუკაკიძის ინფორმაციით, ემისია ბანკის ვალდებულბების რეფინანსირებას ემსახურება. ასევე განიხილება ახალი პროექტების დაფინანსება. მ.შ. სურები ჰესის, მდ. სუფსაზე.
არც კომპანიას და არც ობლიგაციას არ აქვს მინიჭებული რეიტინგი საკრედიტო სააგენტოს მიერ.
განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია სარგებელი 7.5-9.5%-ის ფარგლებში განისაზღვრება. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზეც დაილისტება
EDG -ის აქტივების არსებული პორტფელი მოიცავს 3 ჰიდროელექტროსადგურს
ელექტროსადგური | გაშვების წ | ეფექტურობა | სიმძლავრე | PPA $ | PPA ვადა |
საშუალა ჰესი | 2022 | 53.8 | 2.25 მგვტ | N/A | N/A |
საშუალა ჰესი 1 | 2021 | 48.7 | 8 | 0,06 | 28/07/2031 |
საშუალა ჰესი 2 | 2019 | 50.7 | 5 | 0,06 | 01/10/2030 |
წყარო: კომპანია
წილების გადანაწილება 01.04.2023-ის მდგომარეობით:
მიხეილ გაბისიანი - 3%
დავით ხაჩიძე - 2%
მინდია საბანაძე – 95%