
ფინანსები
19/06/2023
EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრები საქართველოს ეწვევიან
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრები 19-23 ივნისს საქართველოს ეწვევიან,- ამის შესახებ ინფორმაციას EBRD-ის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრები ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებენ.მათ მიეცემათ საშუალება თავად დაინახონ და შეაფ ასონ EBRD-ის ინვესტიციების გავლენა.
დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან:
- კლარა კროლი - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და საქართველოს დირექტორი;
- გერჰარდ ჰაცი - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორი;
- იან პუზატი - EBRD-ის დირექტორი საფრანგეთში;
- როსმარი შლუპი - შვეიცარიის, უკრაინის, ლიხტენშტეინის, თურქმენეთის, სერბეთის, მონტენეგროსა და უზბეკეთის დირექტორი;
- კეტრინ ალენი - ალტერნატიული დირექტორი ამერიკის შეერთებული შტატებში;
- მარკუს შულტე - ევროკავშირის (EU) ალტერნატიული დირექტორი;
- ალფრედო პანარელა - EIB-ის ალტერნატიული დირექტორი;
- იან ვილემ ვან დენ უოლ ბეიკი - ალტერნატიული დირექტორი ნიდერლანდებში, ჩინეთში, მონღოლეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთში;
- კარინა კარაივანოვა - ალტერნატიული დირექტორი პოლონეთში, ბულგარეთში და ალბანეთში;
- კრისტინა აკესონი - ალტერნატიული დირექტორი შვედეთის, ისლანდიისა და ესტონეთის საკითხებში;
- შონ ლი - ალტერნატიული დირექტორი ავსტრალიაში, კორეაში, ახალ ზელანდიასა და ეგვიპტეში.
- დელეგაციას უხელმძღვანელებს ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.