ფინანსები
04/04/2022

ძნელაძე: რეფინანსირების პოლიტიკა ისედაც ძალიან მკაცრი იყო, გაზრდას არ ველოდით

საბანკო ასოციაცია წლის ბოლომდე რეფინანსურების განაკვეთის კლებას 10.5%-ზე ქვემოთ არ ელის. 

როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, სექტორი მონეტარული პოლიტიკის 11%-მდე გამკაცრებას არ ელოდებოდა. 

"ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება მესამე-მეოთხე კვარტლამდე პირობითია. ერთი მხრივ, ამან გამოიწვია რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. თუმცა, ასე მკვეთრად ამას არ ველოდებოდით, რადგან რეფინანსირების პოლიტიკა ისედაც ძალიან მკაცრი იყო. მეორე მხრივ, თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა გაუხსნა ხელი, როგორც პროგნოზებს, ასევე ეროვნულ ბანკს. 

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო მომხიბვლელს ხდის ლარში ინვესტირებას, რადგან მასზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია. მეორე მხრივ, პირდაპირ ურტყამს ეკონომიკურ ზრდას. თეორიულად, კიდევ უფრო შეიძლება რომ გამკაცრდეს მონეტარული პოლიტიკა, თუ ეს არის მისი მაქსიმუმი? წლის ბოლომდე არ ველოდები, რომ რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე ქვემოთ ჩამოვა. იმედი მაქვს, ზაფხულის მერე გვექნება ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალება, მაგრამ ახლა ეს ნამდვილად არ შეგვიძლია",- განაცხადა ძნელაზემ. 

შეგახსნებთ, რომ სებ-მა 30 მარტს რეფინანსაირების განაკვეთი 0.5 პპ-ით 11%-მდე გაზარდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022