ფინანსები
03/05/2020
დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2019 წელს გაიზარდა
გასულ წელს აშშ დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა, ლარისა და ევროს გაყალბების შემთხვევები კი, შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს ექსპერტიზა ჩაუტარდა 7,116 ცალ საეჭვო ფულის ნიშანს, საიდანაც, 5 280 ცალი ყალბი ფული იყო.
ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 26.4%-ით, ხოლო ლარის ყალბი მონეტების რაოდენობა – 26.9%-ით შემცირდა. ასევე შემცირებულია ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა – 20.2%-ით, ამასთანავე, აშშ დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 14.3%-ით, ხოლო სხვა უცხოური ვალუტების ყალბი რაოდენობა 7.1%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს 9,030 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე ჩატარდა ექსპერტიზა, საიდანაც 6,737 ყალბი ფული იყო.