დოლარის ავტოსესხი ყველაზე უპრობლემოა
ავტოსესხების პორტელში ყველაზე პრობლემური ლარის ქეისი რჩება. სესხების 3.9% -მდე (3.7 მლნ) უმოქმედოა (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო), თუმცა იანვრის 6%-თან შედარებით პორტფელი გაჯანსაღებულია
პანდემიამდელი (10/2019) კოეფიციენტი (1.6%) 2020-ის გაზაფხულიდან იმატებს 2021-ის თებერვალში 6.3%-იან პიკს მიაღწია და 01.04.2022 -ისთვის 4%-მდეა შემცირებული.
სებ-ის ინფორმაციით, აშშ დოლარში ნომინირებულ ავტოსესხებში უმოქმედო პორტფელის (₾ 0.193 მლნ) წილი 0.8%-მდეა შემცირებული, ევროს პორტფელში პრობლემური სესხების წილი 1.5%-ია (₾ 0.389 მლ
პრობლემური ავტოსესხები ვალუტის მიხედვით
|
₾არი |
აშშ დოლარი |
ევრო |
01.04.2022 |
3.9% |
0.8% |
1.5% |
01.01.2022 |
5.8% |
2,7% |
2.1% |
როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით რეგულირდება. ამ დროისთის საბანკოს სექტორს მთლიან პორტფელზე (₾43 მლრდ) 2 მლრდ ლარი აქვს დარეზერვებული. სებ-ის მიერ პანდემიაში მოთხოვნილი 1 მლრდ -ის ნამეტი რეზერვი სექტორმა თითქმის მთლიანად გამოარეზერვა.
ავტოსესხების მოცულობა სულ 196 მლნ ლარამდეა, მათ შორის, მხოლოდ 7 მლნ ლარამდეა იურიდიულ პირებზე გაცემული, დანარჩენი საცალოა და 45% - 88.8 მლნ ლარის მოდის სავალუტო ავტოსესხებზე.
ბანკები პრობლემური და ავტოსესხების მთლიანი პორტფელით
Q1/2022 |
₾ |
₾ |
საქართველოს ბანკი |
380 458 |
51 329 674 |
თიბისი |
34 223 |
44 781 592 |
კრედო |
159 460 |
14 030 477 |
ტერაბანკი |
- |
11 536 953 |
წყარო: კომერციული ბანკები