ფინანსები
16/09/2020

დღეს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გამოიტანს

ეროვნული ბანკი დღეს მორიგ ინტერვენციას განახორციელებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა,დღეს ბანკი სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გამოიტანს. 

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი. სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $380 მლნ გაყიდა.