ფინანსები
25/10/2023

დევი ხეჩინაშვილი: კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა იზრდება.  

ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინანდელი მაჩვენებლით, ამ პაკეტების რაოდენობა ქვეყანაში 3 ათასზე მეტი იყო, თუმცა, ხეჩინაშვილის ვარაუდობს, რომ მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 

„ეს პროდუქტი პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის იმ სახელმწიფოებში, სადაც დაზღვევა ბევრ სერვისს სათანადოდ ვერ ფარავს. ასეთია საქართველოც. ამიტომ კრიტიკული დაავადებებისა და ონკოდაზღვევაზე მოთხოვნა ჩვენთანაც მზარდია. ამას განაპირობებს ის ამბები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხდება. შედით თურქეთის კლინიკებში, გადავსებულია იქაური პალატები ქართველი პაციენტებით. ჩემ ირგვლივ არის არაერთი ადამიანი, რომელსაც შეძენილი აქვს ონკოდაზღვევა და მათ შორის ორს დასჭირდა ეს დაზღვევა. საუბარია დაახლოებით 30 წლის ადამიანებზე, რომლებმაც უცხოეთში ჩაიტარეს მკურნალობა და რომლებიც ონკოდაზღვევამ გადაარჩინა. თანაც ეს არაა სამედიცინო დაზღვევა. თქვენ იღებთ ფულს და მას სურვილისამებრ გამოიყენებთ,“ - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არაერთი საკონსულტაციო კომპანიაა, რომლებიც უცხოეთში გამგზავრების მსურველებს ყველანაირ დახმარებას უწევენ. ამასთან, ხეჩინაშვილის განცხადებით, თურქეთში მედიცინა ძალიან მაღალ დონეზეა, იქ ჩამოყალიბდნენ „ნამდვილი ექიმები,“ რომლებიც მკურნალობის უმაღლეს სტანდარტებს იყენებენ. 

დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ონკოლოგია ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ერთერთი მთავარი პრობლემაა და ამას ადასტურებს ისიც, რომ სახელმწიფომ ონკოლოგიის დაფინანსება  (წლიური 25 ათასლარიანი ლიმიტი )ყველა მოქალაქეზე თანაბრად გაავრცელა.

ცნობისთვის: ონკოდაზღვევა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა არის ცალკე სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც ყოველთვიურ პრემიას განსაზღვრავს მოსარგებლის ასაკისა და მისთვის სასურველი ლიმიტის მიხედვით. ლიმიტები ათეულობით ათასი ლარით იწყება და შესაძლოა ასეულობით ლარს აღწევდეს. 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023