ფინანსები
16/12/2021

დეპუტატი სებ-ს: კორონას დროს თქვენმა პოლიტიკამ მოქალაქეებს დახმარების მიღებაში ხელი შეუშალა 

"გირჩის" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი ეროვნულ ბანკს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარების არაგონივრულად გამოყენებაში ადანაშაულებს. 

"პანდემიის დროს უცხოელები რომ დაგვეხმარნენ, დოლარები გამოგვიგზავნეს, მე ასე მესმის -  მე რომ ავიღო ეს დოლარი, შემიძლია წავიდე და რაღაც ვიყიდო, ახალი პროდუქტი ვიყიდო ამ ფულით, რომელიც არ მქონდა მანამდე. თქვენ რომ დაარეზერვეთ, ახალი ლარები დაბეჭდეთ, ეს რანაირი დახმარებაა? ანუ დახმარება როგორ უნდა მიმეღო? ფაქტობრივად, ეს ფული, რაც დაგვეხმარნენ, რეზერვებში გაქვთ დადებული. კითხვა მაქვს, გამოვიყენეთ ეს ფული დასახმარებლად? თქვენი რეზერვი როგორ ნიშნავს დახმარებას? თქვენმა პოლიტიკამ, კორონას დროს, საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუშალა იმ დახმარების მიღებაში, რომელიც ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა მოგვცეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფული თქვენ დაარეზერვეთ, ნაცვლად იმისა, რომ ამით მაგალითად გეყიდათ ლარები", - მიმართა ვახტანგ მეგრელიშვილმა სებ-ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022