დეპოზიტზე ყველაზე მაღალი სარგებელი ტერას აქვს
ბანკები აშშ დოლარსა და ევროში სარგებელს ზრდიან, რაც გლობალური განაკვეთების მატებას უკავშირდება. როგორც იცით განაკვეთების აწევა ინფლაციის გლობალური გამოწვევით არის განპირობებული. ევროპის ცენტრალური ბანკი და აშშ ფედრეზერვი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებენ.
ამ დროისთვის (6.10.2023) აშშ დოლარით დენომინირებულ ანაბარზე ყველაზე მაღალი სარგებელი ტერა ბანკს აქვს. 1 წლიან ანაბარზე (ვადის ბოლოს გატანით) არაბი შეიხების ბანკის შეთავაზება წლიური 2.5%-ია.
აქციაა პროკრედიტში, სხვა ბანკიდან გადატანისას ანაბრის სარგებელს კიდევ 1% ემატება.
ანაბრის განთავსება რეზიდენტებს და არარეზდენტებს ძირითადად 3 ვალუტაში, ლარში დოლარსა და ევროში შეუძლიათ. ბრიტანულ ფუნტში საქართველოს ბანკსა და თიბისიში თავსდება.
იურიდიული და ფიზიკური პირის ყველაზე მეტი დეპოზიტი (მიმდინარე, მოთხოვნამდე დეპოზიტები და მიმდ. ანგარიშები) სისტემურ ბანკებშია.
მ.შ. საქართველოს ბანკში 18,7 მლრდ ლარამდე. თიბისიში 17.1 მლრდ ლარის. ლიბერთის პორტფელი ₾ 2,7 მილიარდს შეადგენს, ბაზისბანკის ₾ 2 მლრდ -მდეა, ტერა ბანკი კი 919 მლნ-იანი პორტფელით V პოზიციაზეა.
ბანკები 1-წლიანი ანაბრის სარგებლის მიხედვით*(%)
$ (%) | ₾/€/£/ (%) | |
ტერაბანკი | 3.2 | 12.2/2.5/- |
ბაზისბანკი | 2.5 | 11.5/2.0/- |
პროკრედიტ ბანკი | 2.15 | 11.2/1.65/- |
ლიბერთი ბანკი | 2.1 | 11.5/1.5/- |
თიბისი ბანკი | 2.0 | 10.2/0.7/0.45 |
საქართველოს ბანკი | 1.5 | 11.1/0.4/1.5 |
წყარო: კომერციული ბანკები (ანგარიშგება IFRS-ით)