დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა
ივლისში დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები 0.5%-ული პუნქტით, 6.7%-მდე შემცირდა.
სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტაში დეპოზიტების სარგებლი წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი 8.7%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით შემცირებულია 1%-ული პუნქტით.
იურიდიული პირების საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე წინა თვესთან შედარებით 0.6%-ული პუნქტით მოიკლო, 8.4%-მდე. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 10.4% შეადგინა.
უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი შემცირდა 0.1%-ული პუნქტით და 2.5%-ის ნიშნულზეა. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 0.4%-ული პუნქტით და 2.8%-ია, ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი უცვლელია და 2.5%-ის ნიშნულზეა.
2019 წლის ივლისში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 1.3 პროცენტული პუნქტით 8.7%-მდე გაიზარდა.
კლებაა უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების განაკვეთებზე, 0.4%-ული პუნქტით და 2.5%-ს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 959.7 მლნ ლარით (8.7%-ით) გაიზარდა და 11.95 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მეტწილად იურიდიული პირების დეპოზიტების მატებით არის გამოწვეული.